English / ქართული / русский /
თინა ჩხეიძექეთევან ქველაძე
ინოვაციური განვითარების პორტუგალიის მაგალითი

რეზიუმე

სტატიაში განხილულია პორტუგალიის, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის ინოვაციური პოლიტიკა.

პორტუგალია არ ფლობს მაღალტექნოლოგიურ კომპონენტებს, მაგრამ ლიდერია ახალი ტექნოლოგიების დანერგვა-გავრცელებაში. საკმაოდ მაღალი დანახარჯები აქვს ინტერნეტის განვითარებას.

საკვანძო სიტყვები: ინოვაცია, რესტრუქტურიზაცია, ეკონომიკური პოლიტიკა, კონკურენტუნარიანობა, საგარეო კრედიტორები.

შესავალი

თანამედროვე სამყაროში ნაციონალური კეთილდღეობის ძირითადი ფაქტორი, როგორც ჩანს, არის ინოვაციური აქტივობა, რომელიც ხშირად განიხილება, როგორც ერის აყვავების უშუალო მიზეზი, რომელსაც უკავია ლიდერის პოზიცია მსოფლიო ეკონომიკაში. გლობალიზაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიის განვითარების ეპოქაში უპირატესობას იმსახურებს ის ქვეყანა, სადაც ინტელექტუალური პოტენციალი აქტიურად გამოიყენება სამეცნიერო კველევის სფეროდან მეტი უკუგების მიღების მიზნით.

როგორც გამოიკვეთა, მსოფლიო არენაზე ქვეყნის მდგომარეობა განისაზღვრება კონკურენტუნარიანობის მიხედვით, რაც, თავის მხრივ, დამოკიდებულია ინოვაციურ სტრუქტურაზე.

სწორედ ინოვაციის სისტემა აძლევს შესაძლებოლობას ქვეყანას, დაიკავოს გარკვეული ნიშა საერთაშორისო დამოკიდებულების სისტემაში.

საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ამაღლების საკითხი მწვავედ დგას პორტუგალიის[1]  წინაშეც.

პორტუგალიის მიერ ინოვაციური განვითარებისათვის აღებული კურსი და მიღებული შედეგი მიუთითებს ქვეყნის ნაციონალური სტრატეგიის სისწორეზე. ქვეყნისა, სადაც 40 წლის წინათ მოსახლეობის 80% ნაკლებად განათლებული იყო [7].

პორტუგალიის ინოვაციური სისტემა მიეკუთვნება ალტერნატიულ მოდელს.

ალტერნატიულ მოდელს მიმართავენ სასოფლო-სამეურნეო წარმოების ქვეყნები, რომელებიც არ ფლობენ მნიშვენელოვან პოტენციალს ფუნდამენტურ და გამოყენებით მეცნიერებებში და არც არიან რესურებით მდიდარნი, რომლის გაყიდვით მაინც შეეძლოთ კონკურენტუნარიანობის გაზრდა.

ამ ქვეყნებმა ვერ შეძლეს მაღალტექნოლოგიური კომპონენტების გზით წინსვლა, ამიტომ გეზი აიღეს კადრების მომზადებისაკენ (ეკონომიკა, ფინანსები, შრომის სოციოლოგია და ფსიქოლოგია, რეკრეაცია). მიუხედავად ამისა, ბევრმა ამ ბლოკიდან ეკონომიკურ წარმატებას მიაღწია.

ალტერნატიულ მოდელს მიეკუთვნება ტაილანდის, ჩილეს, თურქეთის, იორდანიის და პორტუგალის ნაციონალური ინოვაციური სისტემები.

2005 წელს პორტუგალიის ინოვაციების დონე ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით იყო მე-18 ადგილზე. დანახარჯები  2003 წელს მშპ-ში შეადგენდა მხოლოდ 0.52. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოკრძალებული შედეგები ჰქონდათ განათლების ინოვაციებში, პორტუგალია დომინირებს ტექნოლოგიების დანერგვასა და გავრცელებაში. მცირე და საშუალო წარმოებებს, რომლებიც მუშაობენ ახალ ტექნოლოგიებთან, ნერგავენ ორგანიზაციულ ინოვაციებს, მათ შორის მენეჯმენტში. საკმაოდ მაღალი დანახარჯები აქვთ ინტერნეტის განვითარებაზე.

პორტუგალიაში, ისევე როგორც მრავალ სხვა ქვეყანაში, რომლებიც პირველად იყენებენ ინოვაციური განვითარების ალტერნატიულ მოდელს, მწვავედ დგას საკითხი ინოვაციური ბიზნესის მოპოვების გამომგონებელ ცენტრსა და მწარმოებელ კომპანიებს შორის - საკითხში, მიუხედავად იმისა, რომ მენჩურული დაფინანსება (ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით) სულ უფრო იზრდება და იზრდება. ინოვაციების მოცულობა ბიზნესის მხრივ არ მატულობს.

პორტუგალიამ, ირლანდიამ საბერძნეთმა, ესპანეთმა 2008-2010 წლებში მსოფლიო ფინანსური კრიზისის შედეგად ვერ შესძლეს გარე ვალების მომსახურება და მძიმე რეცესიულ მდგომარეობაში აღმოჩდნენ. მხოლოდ 2013 წელს გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან. ეს ქვეყნები ფლობენ სხვადასხვა სახალხო-სამეურნეო პოტენციალს, მათ ამ პრობლემების გადასაწყვეტად გამოიყენეს სხვადასხვა მაკროეკონომიკური მექანიზმები და საშუალებები. მიუხედავად ამისა, მათ აქვთ საერთო მნიშვნელი – ფართომასშტაბიანი გარე მხარდაჭერა, განპირობებული, წაყენებული კონკრეტული პროგრამითა და მოთხოვნებით. 

2010 წელს პორტუგალიის მთავრობამ მიიღო `კრიზისიდან გამოსვლის~ პროგრამა, რომელიც პირველ რიგში ითვალისწინებდა სახელმწიფო ხარჯების შემცირებასა და გადსახადების გაზრდას. პარლამენტმა არ მიიღო ეს პროგრამა, რის გამოც მთავრობა 2012 წელს გადადგა, რადგან სახელმწიფო ვალების რეფინანსირების შესაძლებლობა არ ჰქონდა. პორტუგალიის მთავრობამ მიმართა საგარეო კრედიტორებს. შედეგად, იმავე წელს ევროკავშირმა, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ბიუჯეტის გასაჯანსაღებლად და ეკონომიკის რეფორმის გასატარებლად პორტუგალიასთან ხელი მოაწერა სამწლიან პროგრამას. გახსნეს 78 მილიარდიანი ევროს საკრედიტო ხაზი, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ქვეყნის ფინანსური სფეროს სტაბილიზაციაში.

კრედიტორების მოთხოვნების შესაბამისად, მთავრობამ განახორციელა ხისტი რესტრუქციული ეკონომიკური პოლიტიკია, რომელიც მიმართული იყო სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების შემცირების, გადასახადების ზრდის, სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციისა და შრომის ბაზრის ლიბერალიზაციისაკენ. გარდა ამისა, მათ შორის იყო თანამშრომელთა დათხოვნის შერბილებული რეჟმი, განათლების სისტემის გაუმჯობესება. სპეციალური კომისია რეგულარულად ამოწმებდა პროგრამის შესრულებას და შემდგომ  შეიმუშავებდა რეკომენდაციებს მომავალი ტრანშის გამოყოფაზე.

 ხისტი ზომების მიღების შედეგად 2013 წელს პორტუგალიის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი შემცირდა მშპ 2,6%-ით, რომელიც უფრო მცირე იყო ვიდრე პროგრამით გათვალისწინებული. გაიზარდა სახელმწიფო უზრუნველყოფის საგარეო და საშინაო ფინანსირების შესაძლებლობა, 2014 წლის ბოლოსათვის არსებითად შემცირდა სახელმწიფო საპროცენტო გადასახადი. 

2014 წლის მაისში პორტუგალიამ ოფიციალურად უარი თქვა სესხის კრედიტზე, რომელიც 2011 წელს მიიღო ევროკავშირისაგან დახმარების სახით. ის გახდა მეორე ქვეყანა ირლანდიის შემდეგ, რომელმაც გადადგა ასეთი გაბედული ნაბიჯი. სწორედ ამან მიიპყრო მსოფლიოს ყურადღება. სამი წლის მანძილზე პორტუგალიის სახელმწიფო თანმიმდევრულად ამბობდა უარს  გარე კრედიტების შემოთავაზებაზე და მიაღწია კიდეც გამარჯვებას, წაიწია რა წინ რეფორმების გზით, შეძლო ბაზრების დაბრუნება, (ესპანეთმა და საფრანგეთმაც მიაღწიეს არცთუ ისე ცუდ შედეგებს და გადალახეს კრიზისული პროცესი. PIQS-ის ყველა წევრი, ასე თუ ისე, გამოირჩეოდა საშინაო დავალების წესიერი შესრულებით.

 2014 წლის მაისში პორტუგალიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ სამწლიან პროგრამას თვლის შესრულებულად და მზად არის, უარი თქვას შემდეგ საგარეო კრედიტზე, რადგანაც დამოუკიდებლად შეუძლია დაფაროს საგარეო საფინანსო ვალები.

ქვეყანამ, რომელმაც ირლანდიის შემდეგ, შეძლო გადაეწყვიტა ის რთული ამოცანები, რომელიც მის წინ დააყენა კრედიტორთა ჯგუფმა, 2014 წელის 17 მაისს ოფიციალურად უარი განაცხადა საგარეო დახმარებაზე. სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, პორტუგალიის სახალხო მეურენობას არ შეხებია უძრავი ქონების ბაზრის კოლაფსი და საბანკო სექტორის პრობლემები. კრიზისული პროცესების ბუნება  უმეტესად სტრუქტურულ ხასიათს ატარებდა.

2006 წლის დასაწყისში პორტუგალიაში გავრცელებულ ობლიგაციებზე საშუალო შემოსავალმა მიაღწია 3,58%, რაც თავისი დაბალი მაჩვენებლით რეკორდული იყო. ექსპორტის წილი მშპ-ში 2009-2013 წლებში 28%-დან 41%-მდე გაიზარდა. საგარეო ბაზარზე გადამამუშავებელმა საწარმოებმა გააუმჯობესეს თავისი პოზიციები, როგორიცაა ფეხსაცმელების წარმოება, მომსახურეების სექტორმა დაიწყო დინამიური განვითარება. აღინიშნა პოზიტიური ტენდენცია ეკონომიკაში. გამოიკვეთა საზღვარგარეთის ინვესტიციების დაბრუნების ტენდენცია.

2008 წლამდე ეკონომიკა იზრდებოდა ნელი ტემპით. ნაციონალური საქოლის კონკურენტუნარიანობა და მომსახურება იყო დაბალ დონეზე. ძლიერმა ევრომ ქვეყანას ნელი დევალვაციის უპირატესობა დააკარგვინა, იმპორტის ზრდაზე იმოქმედა და დაამუხრუჭა ექსპორტი, რომელმაც საგარეო ვაჭრობის სალდო მიიყვანა მდგრად უარყოფით ნიშნულამდე. კერძო შიდა მეურნეობებისა და სამეურნეო სტუდიებისათვის იაფი საკრედიტო რესურესების ხელმისაწვდომობა გახდა ძირითადი მიზეზი მათი დავალიანებების მკვეთრი ზრდისა. ეს მიმდინარეობდა სახელმწიფო ფინანსების მდგომარეობის გაუარესების ფონზე. სახელმწიფო ვალი 2009-2010 წლებში მშპ-ს 76%-დან 97%-მდე გაიზარდა.

ბოლო წლებში ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: აშშ, ევროპის წევრი ქვეყნები, ჩინეთი _ მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კვლევებში აბანდებენ სულ უფრო და უფრო მეტ საშუალებებს. მთავრობა სერიოზულ ფინანსურ მხარდაჭერას გამოხატავს უნივერსიტეტების სამეცნიერო პროექტებისადმი, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ კომერციული გამოიყენება. ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეცნიერებაში ჩადებულ ინვესტიციებს, რომელიც გამოყენება მეცნიერებაში. მხარს უჭერს უნივერსიტეტებს, სამეცნიერო და კვლევით კომპანიებს.

მიუხედავათ იმისა, რომ ინოვაციური განვითარების პრინციპებს ყველა ქვეყანა იზიარებს, ყველა ქვეყანას მაინც ახასიათებს რაიმე თავისებურება, რომელიც მჟღავნდება მის საინოვაციო პოლიტიკაში.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პორტუგალიაში ინვესტიციების მოცულობა სამეცნიერო ინოვაციურ სექტორში შეუფერხებლად იზრდება. სექტორის კვლევისა და განვითარებისათვის ჩადებულმა საერთო თანხამ 2009 წელს 2,791 მლნ ევროს (1,71% მშპ) მიაღწია, რომელიც 10 %-ით მეტია, ვიდრე 2008 წელს. ბოლო წლებში საგრძნობლად იმატა კაპიტალ-დაბანდებებმა მეცნიერებაში, მსხვილ არასამთავრობო კომპანიებსა და კოორპორაციებში. ასეთმა ინვესტირებამ შეადგინა საერთო ჯამის 58%, რომელიც შეესატყვისება მშპ-ის 0.78%-ს.

მიხედავად მსოფლიო ფინანსური კრიზისისა, ლისაბონი არ ფიქრობს შეამციროს გამოყოფილი სახსრები საინოვაციო სექტორისათვის. ამჟამად ბიუჯეტში 2011 წ. მეცნიერების დაფინანსებისათვის გამოყოფილია 2,192 მლნ ევრო.

2013 წელს შემოდგომაზე პორტუგალიის ეკონომიკის ახალმა მინისტრმა ანტონიო პირეშ დე ლიმამ ქვეყნის სამრეწველო წლის ძირითად მამოძრავებელ ძრავად ეკონომიკა გამოაცხადა. აღნიშნული სტრატეგიის ძირითად მიზანს წარმოადგენს: ექსპორტის გაზრდა, ინვესტიციების ქვოტების მხარდაჭერა, მოხმარების ზრდის შემცირება და სამუშაო ძალის ხარისხის გაუმჯობესება. დაწყებული 2014 წლიდან, მოსალოდნელია მშპ-ის თანდათანობით გაზრდის ტემპი, ინვესტიციური პროცესების აქტივიზაცია და ნაციონალური მეურნეობის ინტეგრაციის მხარდაჭერა მსოფლიო ეკონომიკაში. 2015 წლიდან პროგნოზირებადია დასაქმების ზრდა.

პორტუგალიას აქვს თავისი სახალხო მეურნეობის სტრუქტურული გარდაქმნის გრძელვადიანი სტრატეგია.

დასკვნადა რეკომენდაციები

პორტუგალიის მიერ ინოვაციური სექტორის განვითარებისაკენ მიმართული ღონისძიებები, ცხადყოფს, რომ ქვეყანა არის საკმაოდ პროგრესული არა მარტო ევროპიაში, არამედ მთელი მსოფლიოშიც [10].

პორტუგალია სულ უფრო და უფრო ააქტიურებს მაღალი დამატებითი ღირებულების საქონლის ექსპორტს ე.ი. ისეთი საქონლის, რაც დამოკიდებულია სამეცნიერო ტექნიკურ პროგრესსზე.

მიუხედავად იმ წარმატებებისა, რომელსაც პორტუგალიამ მიაღწია სამი წლის განმავლობაში, რჩება კვლავ გადაუჭრელი მთელი რიგი მაკროეკონომიკური პრობლემები, როგორიც არის: ფინასნური საშუალებების ხელმისაწვდომობა, ბიუროკრატია სახელმწიფო სტრუქტურებში, გადასახადების მაღალი მაჩვენებელი და გადასახადების რეგულირება, პოლიტიკური არასტაბილურობა, შრომის ბაზრის დარეგულირება. ამ პრობემების დაძლევის შემდეგ პორტუგალია შეძლებს არსებითად აიმაღლოს თავისი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა.

გამოყენელული ლიტერატურა

  1. http://epp.eurostat.ec.europa.eu/cahe/ITY_OFFPUB/KS-GL-14-002/EN/KS-GL-14-002-EN.PDF.
  2. WWW.OECDBETTERLIFEINDEX.ORG/.../PORTUGAL-RU.
  3. https://ka.wikipedia.org/wiki/portugalia gtmarket.ru>…>
  4. npk-ste.ru/news/read44.html.
  5. В. БЕЛОВ – Португалия и группа PIGS основные уроки выхода из кризиса – РСМД. 25/06/2014.
  6. http://portocommerce.com/index.php/biznes-v-portugalii/85-2015-07-24-09-52-13.
  7. http://portocommerce.com/index.php/biznes-v-portugalii/83-2015-04-16-15-2017.
  8. revolution.allbeat.ru>economy/00264969 0.html.
  9. delorse.ru>fileb/Portugal innov.doc.
  10. banks.eu>cases/info/83/.
  11. Portugal-passport.com>program/taxation/.


[1]   პორტუგალია ევროპის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე სახელმწიფოა,

პორტუგალიის სახელმწიფოს ფართობი უდრის 92,100 კვ. კმ. ხოლო მოსახლეობა 10,102 ათასი, მათ შორის პორტუგალიელები 99,4%-ია. უმაღლესი მწვერვალი – პონტადუპიკო (აზორის კუნძულებზე სიმაღლე 2 351 მ ზღვის დონიდან.)

პორტუგალია განვითარებული ინდუსტრიულ-აგრარური ქვეყანაა. ე.ე.პ მოცულობით (109 მილიარდი დოლარი) მსოფლიოში 34-ე ადგილზეა. ე.ე.პ. ერთ სულზე მოდის 11,01 დოლარი. სოფლის მეურნეობას უკავია 4%, მრეწველობას 36%, ხოლო მომსახურებას 60%.

პოლიტიკური სისტემა-რესპუბლიკა;

სახელმწიფო მეთაური – პრეზიდენტი ანიბალ კავკაუ სილვა;

მთავრობის მეთაური – პრემიერ მინისტრი;

საკანონმდებლო ორგანო – ერთ პალატიანი პარლამენტი (230 წევრი).

დედაქალაქი ლისაბონი.

პორტუგალიის ეკონომიკა, (2008 წლამდე) – ეკონომიკა მრავალდარგიანია: წამყვანია მომსახურების სფერო; ცუდი ეკონომიკური  მახასიათებლებით,  საგადასახადო სისტემა, პროდუქტიულობა, კონკურენტუნარიანობა, ზრდის დაბალი პერსპექტივით და სამაგიეროდ მაღალი ვალების დონით. ქვეყანა ძირითადად აწარმოებს ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, პორტვეინსა და ღვინოს, თევზის კონსერვებს, მანქანათმშენებლობის ნაწილებს.

პორტუგალიაში სუფთა საოჯახო შემოსავალი (მას შემდეგ როცა გადაიხდება ყველა აუცილებელი გადსახადი) არის 20 086 დოლარი წელიწადში. ეს არის ნაკლები ვიდრე ევროკავშირის საშუალო დონე. მოსახლეობის დასაქმებულთა 61%-ს (15 წლიდან 64 წლამდე)  აქვთ ხელფასიანი სამუშაო, რაც საერთო მაჩვენებელზე დაბალია (65%).

25-64 წლამდე ასაკის მოსახლეობას აქვს საშუალო განათლება, რაც საშუალო მაჩვენებელზე დაბალია.

პორტუგალია 1986 წელს გაწევრიანდა ევროკავშირში, რის შემდეგაც ორი უკანასკნელ ათწლეულიში დადებითად შეიცვალა მისი მდგომარეობა.

1998 წლიდან გადავიდა ევროზე, აღინიშნა ეკონომიკური ზრდა და ევროკავშირის საშუალო დონეს ბევრად გადააჭარბა.